3 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 109 ათასი ტონა ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 74 მლნ ლარს გადააჭარბა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს დღეღამურად გადამუშავდა 5 439 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურია. ყურძნის გადამუშავების პროცესი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 13 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.
"ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 56 ათას ტონამდე, საფერავი – 40 ათას ათას ტონამდე, ასევე 2,6 ათასი ტონა კახური მწვანე და 11,5 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.
კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი – 36,5 ათასი ტონა, თელავი – 24,7 ათასი ტონა, ყვარელი – 19,8 ათასი ტონა, სიღნაღი – 7,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 7,6 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 2,2 ათასი ტონა, ახმეტა – 3,7 ათასი ტონა და საგარეჯო – 6,7 ათასი ტონა. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში რთველი ფაქტობრივად დასრულებულია", _ აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.