ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელი რევაზ შენგელია ამბობს, თუ მოლაპარაკებები, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ამ წუთებში მიმდინარეობს შედეგოდ დასრულდა, ყრილობა ხვალისთვის გადაიდება.
"ყრილობის გადადების მიზეზი არის ქვორუმის არარსებობა, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ამ შემთხვევაში ყრილობა ხვალისთვის გადაიდება, წესდების მიხედით, იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო ყრილობის გადადება მოხდება განმეორებითი ყრილობა 24 საათში უნდა გაიმართლოს", – განაცხადა შენგელიამ.
როგორც ცნობილია, მოლაპარაკებებში მედიატორის ფუნქციას უეფა-ს წარმომადგენლები _ მათ შორის გრიგორი სურკისი ასრულებენ.