წინასწარი ინფორმაციით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები თანაბრად ნაწილდება _ არსებული 34 დელეგატიდან 17 ხმას აგროვებს ლევან კობიაშვილი და 17 ხმას რევაზ არველაძე.
35-ე დელეგატი, გეგა გობეჯიშვილი კი, რომელიც რევაზ არველაძეს ღიად უჭერს მხარს დაკავებულია. ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებიტ დაკავებული გობეჯიშვილის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. დაკავებულის მეუღლის განცხადებით გობეჯიშვილთან ამ დრომდე არ უშვებენ ადვოკატს, შესაბამისად მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.
არჩევნებში გამარჯვებისთვის 18 ხმაა საკმარისი.
არველაძის მხარდამჭერთა შორის არიან რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთისა და გურიის სამხარეო ფედერაციების დელეგატები, რომელთა დელეგატობის უფლების ჩამორთმევას საფეხბურთო კლუბები მოითხოვენ.
მათი თქმით, აღნიშნული ფედერაციების დელეგატებად დაინიშნენ კლუბების პრეზიდენტები, რაც წესდების დარღვევაა.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი ხმა გაუქმდება, სავარაუდო მონაცემებით 16 ხმა ერგება და შესაბამისად, უპირატესობა ლევან კობიაშვილის მხარეს იქნება.