საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
მისი შეფასებით, ხელისუფლება "რუსთავი2"-ის ხელში ჩაგდებას ცდილობს. ამის თავიდან ასაცილებლად კი, საზოგადოების აქტიურობაა საჭირო.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, "წინააღმდეგობის გარეშე მიმდინარე პროცესები სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული ფასეულობის მორღვევას გამოიწვევს".
"ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი. აქ მარტო იმაზე არაა საუბარი, რომ საყვარელი სათამაშო წაართვან. ან საზოგადოება წავა და დაიცავს, ანდა მიიღებს ბევრად უფრო ჩამორჩენილ, უკან დახეულ ძალადობრივ და უპერსპექტივო საზოგადოებას. ეს ხაზი გადის სიტყვის თავისუფლებაზე. გაკვეთილი ვისწავლეთ, რომ აზრი არა აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას", _ აცხადებს სააკაშვილი.