ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატის, რევაზ არველაძის მხარდამჭერის გეგა გობეჯიშვილის განცხადებით, ის დელეგატი აღარ იქნება:
_ დიდი მადლობას გიხდით ყველას, ვინც ჩემს გვერდით იდგა და რომ არა თქვენი მხარდაჭერა, ბევრად უარესი რამ მოხდებოდა. მე აღარ ვარ დელეგატი. უეფამ გადაწყვიტა, რომ ჩემს მაგივარდ სხვა დელეგატი იქნება შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, _ აღნიშნა გობეჯიშვილმა.
მისივე თქმით ჰოლიდეი ინ-ში არველაძის მხარდასაჭერად მოვიდა და მზად იყო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, თუმცა, ის უეფას წარმომადგენელის გადაწყვეტილებას ეთანხმება.
გობეჯიშვილმა მისი დაკავების დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მეგობრები, კობიაშვილის გარემოცვიდან აფრთხილებდნენ, რომ მისი დაკავება იგეგმებოდა:
_ მათ ვინაობას ახლა არ დავასახელებ. გეტყვით, რომ პოლიციაში არა, მაგრამ მანამდე იყო ჩემტან საუბარი გადაწყვეტილების შეცვლაზე, თუმცა, მე დავამტკიცე ჩემი ერთგულება. გეტყვით იმასაც, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როცა ჩვენ ტელეფონს ისევ უსმენენ, _ აღნოშნა გობეჯიშვილმა.
ჯერჯერობით დაუზუსტებელია ვინ ჩაანაცვლებს გობეჯიშვილს.