საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა.
პრეზიდენტი ფეხბურთის ფედერაციის 24-ე ყრილობაზე 33-მა დელეგატმა აირჩია, რადგან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტებს ხმის უფლება ჩამოერთვათ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი 18 დელეგატმა აირჩია.
მის კონკურენტს რევაზ არველაძეს მხარი 15-მა დელეგატმა დაუჭირა, ხოლო მამუკა კვარაცხელიას არცერთი ხმა არ ერგო.
შეგახსენებთ, რომ დელეგატებს არჩევანი ლევან კობიაშვილს, რევაზ არველაძესა და მამუკა კვარაცხელიას შორის უნდა გაეკეთებინათ.