საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე საკუთარ გულშემატკივარს მადლობას უხდის.
"დიდი მადლობა ყველას!! ბედნიერი ვარ რო ესეთი მაგარი, ერთგული და კარგი მეგობრები მყავს!! ყველანი მიყვარხართ!!", _ წერს არველაძე საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნები დასრულდა. ხმათა უმრავლესობით, ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა. მან 18 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა, რევაზ არველაძემ კი, -15. რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, მამუკა კვარაცხელიას, მას დელეგატებიდან მხარი არცერთმა არ დაუჭირა.