ლევან კობიაშვილს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ სიტყვის თქმა გაუჭირდა. ახალმა პრეზიდენტმა ემოციები ვერ დამალა და ტრიბუნა აცრემლებულმა დატოვა.
მოგვიანებით, მან მადლობა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გადაიხადა:
_ ეს არ არის მარტო ჩემი გამარჯვება, ეს არის ჩვენი ერთიანობის, ეს არის ქართული ფეხბურთის გამარჯვება. მინდა იცოდეს ყველა ადამიანმა, საერთო საფეხბურთო ოჯახში მტერი არ არსებობს, ჩვენ ყველა ერთი ვართ.
განსაკუთრებული მადლობა რეზის, მამუკას, თქვენ მადლობა. ჩვენ არ ვართ კონკურენტები, მეგობრები ვართ და დარწმუნებული ვარ, ასე დავრჩებით მომავალში.
მადლობა ყველას, ვინც ქართული ფეხბურთის მომავალს მისცა ხმა, მადლობა ჩემი გუნდის წევრებს და მადლობა თქვენ, ჩემს გულშემატკივრებს იმისათვის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მაძლევდით მოტივაციასა და ძალას.
მთავარი ახლა იწყება, ბრძოლა ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისათვის!_ დაწერა კობიაშვილმა.