5 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა. ჩოხატაურის ავტოსადგურის მოლარე-ოპერატორის თქმით, სოფლებიდან რამდენიმე მიკროავტობუსი ვერ ჩამოვიდა: _ ნაბეღლავიდან, ბუკისციხიდან, წიფნარიდან და სურებიდან მიკროავტობუსები ვერ ჩამოვიდნენ, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას ავტოსადგურის მოლარე-ოპერატორმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის რწმუნებულის, გია კალანდაძის თქმით, სოფელში მხოლოდ მთავარი გზაა გაწმენდილი: – წუხელ გათოვდა და თოვ-ლის გამო შეფერხებაა გზებზე, მაგრამ მთავარი გზა გაწმენდილია და სოფლის ავტობუსიც გამოვიდა. რაც შეეხება შიდა გზებს, გაწმენდას ხვალიდან დავიწყებთ, _ გვითხრა კალანდაძემ.
სოფელ შუასურების რწმუნებული, სულხან ტრაპაიძე ამბობს, რომ გზა საწვავის არქონის გამო ვერ გაწმინდეს: – დღეს სოფლის ავტობუსი დიდთოვლობის გამო ვერ წამოვიდა ჩოხატაურში. ახლა ველოდებით საწვავს, რომლის მიღების შემდეგაც გავწმენდთ გზას, ყოველ შემთხვევაში დღეს გაიწმინდება, _ აღნიშნა ტრაპაიძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა იმედაშვილი, ჩვენს გაზეთთან საუბარში ამბობს, რომ გზებზე მოძრაობა არ გაჩერდება
_ ჩვენ არც ერთი დღით არ გაგვიჩერებია მოძრაობა გზებზე და არც გავაჩერებთ. ჩვენგან არ იქნება არანაირი პრობლე¬მა. ყველა სოფლის რწმუ¬ნებული მოთხოვნისამებრ მიიღებს საწვავს, დაბრკოლების გარეშე, _ გვითხრა გამგებელმა.
აღსანიშნავია, რომ 5 მარტს, თოვლის საფარისგან, არც დაბა ჩოხატაურში იყო გზები გაწმენდილი.