გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ქრთამის აღების გამო დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას CBS NEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მან ჩინელი ბიზნესმენებისგან 1,3 მილიონი დოლარის გარდა, ქრთამის სახით "როლექსის" საათი და ძვირადღირებული ავტომობილი აიღო.
გარდა ამისა, კორუფციით ნაშოვნი ფულით, ნიუ-იორკში საკუთარი სახლის ტერიტორიაზე 30 000 დოლარის ღირებულების კალათბურთის მოედანი ააშენა.
როგორც ცნობილია, ჯონ ეში გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე პრეზიდენტი, ჩინელ ბიზნესმენებს ქრთამის სანაცვლოდ მათთვის სასურველი კონტრაქტების გაფორმებაში ეხმარებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ გაეროს გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის გარდა კორუფციაში დამნაშავე ბიზნესმენებიც დააპატიმრა.
ჯონ ეშის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო გენერალური მდივანი, ბან კი მუნი აფორიაქებულია.
"გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო გენერალური მდივანი შოკირებული და აფორიაქებულია,"_ განაცხადა გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.