ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს „2016 წლის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ უშიშროების საბჭოს წარდგინება დღეს გააცნო.
მისი ინფორმაციით, 4 სექტემბრის უშიშროების საბჭოს სხდომაზე სამხედრო ძალების რაოდენობის საკითხი იქნა განხილული, მიღებული გადაწყვეტილება კი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, დასამტკიცებლად პარლამენტს გადმოეგზავნა.
მისივე განცხადებით, სამხედრო ძალების რაოდენობა უცვლელი რჩება და სამხედრო მოსამსახურეთა შტატი 2016 წელს არაუმეტეს 37 ათასი კაცით განისაზღვრა.