ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ბელარუსელმა მწერალმა და ჟურნალისტმა სვეტლანა ალექსიევიჩმა მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შვედეთის აკადემიის ცნობით, ალექსიევიჩმა ნობელის პრემია პოლიფონიური პროზისთვის, სახელწოდებით „ჩვენი დროის ტანჯვისა და გამბედაობის ძეგლი“ მოიპოვა.
როგორც ცნობილია, მწერალსა და ჟურნალისტს 8 მილიონი კრონი გადაეცემა.
მაუწყებლის ცნობით, ლიტერატურის დარგში, 2014 წელს, ნობელის პრემია ფრანგმა ისტორიკოსმა პატრიკ მოდიანომ მოიპოვა.