32 წლის ალექსანდრე ნადირაძის ძებნა კვლავ უშედეგოდ გრძელდება. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში მცხოვრები ახლგაზრდა მამაკაცი ბოლოს 29 ნოემბერს ნახეს მეზობლებმა. პირუტყვის მოსაყვანად საბალახოზე წასული ალექსანდრე ნადირაძე შინ აღარ დაბრუნებულა. საგულდაგულოდ დალაგებული მისი პირადი ტანსაცმელი თანასოფლელებმა მდინარე რიონის პირას ნახეს დალაგებული. როგორც მისი ახლობლები ამბობენ, სუიციდი მან, დაახლოებით, 5-6 წლის წინ სცადა.
29 ნოემბერს დაწყებული სამძებრო სამუშაოები აქამდე მიმდინარეობს. ჩართულია, როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონის სამაშველო სამსახური. კილეგების დასახმარებლად მეზობელი მუნიციპალიტეტებმაც გამოთქვეს მზაობა.
ოჯახში მხოლოდ მამა ცხოვრობს, რომელსაც უყურადღებოდ არ ტოვებს ადგილობრივი ხელისუფლება.
,,ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, მდინარე რიონზე მოძრაობენ კატერები, ბათუმიდან ჩამოსული მყვინთავების საქმიანობას ხელს უშლის უამინდობა, მთავარი პრობლემა ნაკლები ხილვადობაა. მაშველებს არ ტოვებენ არა მარტო საჯავახოს მოსახლეობა, გვიან ღამემდე სამტრედიელების გვერდით რჩება ვანის მოსახლეობა”, _ ამბობს ,,გურია-ნიუსთან” საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერიანე ფოცხვერია.