შეხვედრაზე განიხილეს მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის დანეგვის, სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის, ჯენერიკების გამოყენების გაზრდისა და ელექტრონული რეცეპტული სისტემის ფართოდ დანერგვის საკითხები.
გარდა აღნიშნული თემებისა, შეხვედრაზე რეცეპტულ სისტემაზე გადასვლის ერთი წლის შედეგებიც შეაჯამეს. როგორც სერგეენკომ განაცხადა, სისტემის შემოღებამ სააფთიაქო ნარკომანია 95%-ით შეამცირა.
„მთავარი პრობლემა ის არის, რომ მაღალი რჩება მედიკამენტების წილი მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯებში და ჩვენ ეს უნდა შევამციროთ ლეგალური და გამჭვირვალე გზებითა და საშუალებებით და არა მექანიკური შეზღუდვებით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე განცხადებით, მედიკამენტების ფასების დარეგულირების მიმართულებით სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარ კომპონენტი სწორედ მედიკამენტების ხარისხის კონტროლს ემყარება.