ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელ სამებაში მარტოხელა მოხუცი უსახლკაროდ დარჩა. იზა ვაჩეიშვილი სტიქიის დროს დამხმარე ნაგებობაში იმყოფებოდა და უვნებლად გადარჩა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, სარეზერვო ფონდიდან, დაზარალებული ქალბატონის დასახმარებლად თანხა უახლოეს დღეებში გამოიყოფა:
_ მე ვესაუბრე მას, მის ახლობლებს და ძალიან მალე მოვუწყობთ დროებით საცხოვრებელს, _ გვითხრა კუჭავამ.