ვიდეო მასალა, რომელიც სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნების დღეს ჰოლიდეი ინ-ში, მობილური ტელეფონით არის გადაღებული, სოციალურ ქსელში გივი თარგამაძემ გაავრცელა:
_ ეს არის კადრები, რომლებიც ასახავს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დაწყებამდე უეფას დელეგატის, უეფას ვიცეპრეზიდენტის დახურულ შეხვედრას რევაზ არველაძესთან და მის მხარდამჭერებთან. არველაძე აყალიბებს თავის წინადადებას, რომლის მიხედვითაც თავისი დაჭერილი დელეგატის გათავისუფლების სანაცვლოდ კიდევ ორი დელეგატის უფლებამოსილებაზე ფარულ კენჭისყრას თანხმდება, ანუ, ფაქტობრივად, ამ ორ დელეგატს და შესაბამისად, გამარჯვებასაც თმობს და ამ წინადადების მთავრობასთან შეთანხმებას სწორად სურკისი თაობს. იღებს თავის თავზე.
მარტივად რომ ვთქვათ, ფედერაციის არჩევნებში უხეშად ჩარეული მთავრობა კალაძის სახით დაჭერილი კაცით ვაჭრობს და ამ ვაჭრობაში უეფას ვიცეპრეზიდენტიც მონაწილეობს.
ვფიქრობ, სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ სურკისს ბლატერისა და პლატინის კვალდაკვალ უფლებამოსილება შეუჩერონ, არჩევნების შედეგი კი გაუქმდეს. შეგახსენებთ, სურკისი კალაძესთან მეგობრობს უკრაინული ცხოვრების დროიდან და ისევე მიდრეკილია დანაშაულებრივი სამყაროთი აღფრთოვანებისკენ, როგორც ჩვენი ვიცეპრემიერი, _ წერს თარგამაძე.
"გურია ნიუსი" ლევან კობიაშვილთან დაკავშირებას რამდენჯერმე შეეცადა, თუმცა, სფფ-ს პრეზიდენტმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.