საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. რამაზ უჯმაჯურიძემ ამ პოსტზე სანდო შონია ჩაანაცვლა, რომელიც გუნდს ერთი წლის განმავლობაში წვრთნიდა.
კლუბის დირექტორატმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მეორე ლიგაში მოთამაშე "ბახმარომ", მიმდინარე სეზონში, 6 თამაშიდან 4 წააგო.
რამაზ უჯმაჯურიძე "ბახმაროს" წლების წინაც წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობის დროს გუნდი პირველ ლიგაში თამაშობდა. ახალი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ გუნდთან ერთად სიტუაციას გამოასწორებს და დარჩენილ შვიდ ტურში უკეთეს შედეგს უჩვენებს.
უჯმაჯურიძე ფეხბურთელებს დღეს შეხვდება და როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სამწვრთნელო პროცესი ჩვეულ რიტმში გაგრძელდება.
ჩოხატაურელთა გუნდს მომდევნო თამაში, ორშაბათს, 12 ოქტომბერს "რაჭასთან" საკუთარ მოედანზე აქვს.
რაც შეეხება აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს სანდრო შონიას, როგორც კლუბში განმარტავენ, იგი "ბახმაროს" ბავშვთა აკადემიაში გააგრძელებს სამწვრთნელო საქმიანობას.