ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ასამდე გაიზარდა, 200-მდე ადამიანი კი დაშავებულია. ანკარაში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის გამო, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიებას გააჩნია მტკიცებულებები, რომ ტერაქტი ანკარაში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
"ეს არის დანაშაული ჩვენი სტაბილურობის, ერთობის წინააღმდეგ. ეს არის თავდასხმა დეოკრატიასა და სტაბილურობაზე. ვინც არ უნდა იდგეს ამ ტერაქტის უკან, ჩვენ განწობილი ვართ უკომპრომისო ბრძოლისთვის ტერორიზმის წინააღმდეგ. მოგიწოდებთ ერთად აღვუდგეთ წინ ტერორიზმს", – განაცხადა პრემიერმა.
თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი, პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, აიფეთქეს.