ჟურნალი PLAYBOY შიშველი ქალების ფოტოების დაბეჭდვას წყვეტს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება გასულ თვეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც ჟურნალის გამომცემელი და რედაქტორი ესწრებოდნენ.
როგორც ცნობილია 1970 წლიდან დღემდე ჟურნალის ტირაჟი 5-6 მილიონიდან 800 000-მდე შემცირდა.
ჟურნალის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, PLAYBOY-ის რომელიც 1953 წელს დაარსდა ცვლილებები ესაჭიროება.
"ეს ბრძოლაა და უნდა მოიგო," _ განაცხადა ჟურნალის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფლანდერს ვერბშოუმ.
როგორც ცნობილია, მას შემდეგ რაც PLAYBOY-ის ვებგვერდიდან შიშველი ფოტოები აიღეს, FACEBOOK-ისა და TWEETER-ის მეშვეობით გვერდის რეიტინგი ოთხჯერ გაიზარდა.