სირიაში რუსეთის საელჩოს ორი ჭურვი ესროლეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, სირიის დედაქალაქ დამასკოში რუსეთის საელჩოსთან ასობით აქტივისტი რუსეთის საჰაერო ოპერაციის მხარდასაჭერ აქციას მართავდა, რა დროსაც საელჩოს ორი ჭურვი მოხვდა.
მომხდარი აფეთქების შედეგად შეკრებილი ხალხი პანიკაში ჩავარდა.
თვითმხილველების თქმით, ვიდრე საელჩოს ჭურვები მოხვდებოდა შეკრებილი აქტივისტები რუსულ დროშებსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სურათებს აფრიალებდნენ.
როგორც ცნობილია, ამბოხებულმა სამხედრო შენაერთებმა წარსულში რუსეთის საელჩოზე იერიშის მიტანა სცადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაისში რუსეთის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო აპრილში სამი ადამიანი დაშავდა.