ძლიერი გვალვის შემდეგ გადაუღებელმა წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მიწის მასის ჩამოშლა გამოიწვია.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ბუკისციხეში, სადაც გზის ადღგენითი სმაუშოაები ამ წუთებში მიმდინარეობს.
სტიქია უტევს ლანჩხუთსაც. ადიდებულმა მდინარეებმა რამდენიმე სოფელში ხიდები წაიღო. ამ დროის მონაცემებით,ლანჩხუთში ზარალის ოდენობა მილიონ ნახევარ ლარზე მეტს შეადგენს.
გურიაში ამ წუთებშიც გადაუღებლად წვიმს და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.