დღეს მაჩხავრეთის საბავშვო ბაღის ოფიციალური გახსნის ცერემონია შედგა, რომელსაც ლანჩხუთელ მაღალჩინოსნებთან ერთად გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძეც ესწრებოდა.
გუბერნატორს მასპინძლობა სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წულაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გაუწიეს. მათ ერთობლივად დაათვალიერეს რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი, რომელიც 160 პატარაზეა გათვლილი.
ამის შემდეგ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა სტუმრებს რამდენიმე მუსიკალური ნომერი შესთავაზეს"
მაჩხვარეთის საბავშვო ბაღი, სადაც სრული სარეაბილიტაცია სამუშაოები შპს "ხურომ" განახორციელა და რაზეც მთლიანობაში 241 ათასი ლარი დაიხარჯა, ფუნქციონირებას ოფიციალურად 19 ოქტომბრიდან დაიწყებს.