უცხოეთის ვარსკვლავებს საჯაროდ გაშიშვლების რამდენიმე მიზეზი აქვთ – ეს არის კინოს ან შოუს სცენარით გათვალისწინებული, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროა; ან უბრალოდ, თავისი შიშველი სხეულის დემონსტრირება სურთ, რაც თაყვანისმცემელთა რაოდენობას ზრდის.
ლედი გაგა
მუსიკალური ჰიტ-პარადების მუდმივი მონაწილე და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური "სელებრითი". კაშკაშა კოსტიუმების და უცხოპლანეტელის მსგავსი იმიჯის მქონე პოპ-მომღერალი, გაშიშვლების დიდი მოყვარულია. ლედი გაგა ხშირად იმდენად გამომწვევ და ღია კოსტიუმებში გამოდის სცენაზე, რომ რთულია იმის დადგენა შიშველია ის, თუ ჩაცმული. მოკლე შორტები, ბიუსტჰალტერები, გამჭვირვალე კომბინეზონები და ელვით დაფარული ინტიმური ადგილები – ეს არის ლედი გაგას იმიჯი.
მადონა
ამ ლეგენდარულ პიროვნებას, წარდგენა არ სჭირდება. მადონა სცენაზე ეპატაჟური გამოსვლის ერთ-ერთი პიონერია და 80-იან წლებში ხშირად შიშვლდებოდა კამერების წინაშე. ჟან-პოლ გოტიეს ცნობილმა კორსეტმა, მის სექსუალურობას კიდევ ერთი შტრიხი შემატა და შოუ-ბიზნესის ოლიმპზე სამუდამოდ დაუმკვიდრა ადგილი. 70-იან წლებში მადონა ხშირად შიშვლდებოდა ფოტოობიექტივების წინაშე და ძველი, შავ-თეთრი ფოტოები, სადაც ის პოზირებდა, დღემდე მისი თაყვანისმცემელი კოლექციონერების სანუკვარი რელიკვიაა.
მეგან ფოქსი
თანამედროვე ჰოლივუდის სექსსიმბოლო – მეგან ფოქსი ბოლო დროს ხშირად ანებივრებს თავის თაყვანისმცემლებს ეკრანზე სიშიშვლით. გარდა იმისა, რომ მეგანი ტოპლეს-სცენებში გამოჩნდა, მან "ემპორიო არმანის" გულახდილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, მეგანის ფანებმა შეამჩნიეს, რომ ვარსკვლავის მკერდმა ტრანსფორმაცია განიცადა და მნიშვნელოვნად გადიდდა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ მომავალში მსახიობი მრავალჯერ გაგვანებივრებს თავისი სხეულის ყველაზე ინტიმური ადგილების საჯარო ჩვენებით.
ევა მენდესი
ერთხელ, ერთ-ერთ ინტერვიუში ევამ განაცხადა, რომ ყველაფრის კეთება, მათ შორის ბაღის მოვლაც, შიშველს უყვარს. ლათინოამერიკელი ლამაზმანი ხშირად შიშვლდება, თუმცა ამას არა ფინანსური მოგების, არამედ ქველმოქმედების გამო აკეთებს. წლებია, რაც ევა მენდესი ცხოველთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია "პეტას" სახეა. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მიმართულება ცხოველებისგან ქურქების შექმნის წინააღმდეგ ბრძოლაა, რასაც მენდესი სიშიშვლით უჭერს მხარს.