თამარ ჩერგოლეიშვილი ამ დროისთვის საგამოძიებო დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფება. ის დღეს, ოპერასთან იმ დროს დააკავეს, როდესაც პლაკატებს აკრავდა ადმინისტრაციულ შენობაზე.
მასთან ერთად კიდევ ორი პირია დაკავებული. სამივე მათგანს ბრალი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 150 მუხლის საფუძველზე წაუყენეს, რაც თვითმართველი ორგანოს შენობის ფასადის თვითნებურად დამახინჯებას გულისხმობს.
აქცია ორგანიზაცია " ქართველი სტუდენტები თავისუფლებისათვის" ორგანიზებით გაიმართა.