NDI -ის შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, რესპონდენტთა 42 პროცენტმა აირჩია კატეგორია "არც ერთი პარტია".
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" დაასახელა 14%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი 13%, კატეგორიაზე "არ ვიცი" – მოდის 8%, ხოლო გამოკითხულთა 7 %-მა პასუხზე უარი განაცხადა.
4-4% მოდის ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებსა" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსზე", 3-3% ლეიბორისტულ პარტიასა და "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაზე", დანარჩენი 3% კი ნაწილდება კატეგორიაზე "სხვა".
ორგანიზაციის ცნობით, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო – 10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.