ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ "მერცხალს". აკაკი ათუაშვილი გუნდს დღეს ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ წარუდგინა.
ამ დრომდე "მერცხალს" ხარიტონ ჩხატარაშვილი წვრთნიდა, რომელმაც ოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
ჩვენი ინფორმაციით კი, ჩხატარაშვილს მწვრთნელის პოსტის დატოვება გუნდის ცუდი სტარტის გამო მოუწია. ბოლო პერიოდში "მერცხალმა" წაგებების სერიით გულშემატკივარიც გაანაწყენა.
დეტალების გადამოწმება ხარიტონ ჩხატარაშვილთან ვცადეთ, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.