უკრაინული მედიით დღეს გავრცელედა სკანდალური ვიდეომასალა, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას საქართველოში წამებისა და გაუპატიურების ამსახველი კადრებია გადაღებული. აღნიშნულის შესახებ, "გურია ნიუსს" რამდენიმე სტატია აქვს გამოქვეყნებული, თუმცა, ვიდეომასალის გამოქვეყნება მაშინაც და ახლაც მიზანშეუწონლად მივიჩნიეთ.
უმძიმესი კადრებს დღეს ქართულმა მედიამაც გაუკეთა ტირაჟირება, მიუხედავად იმისა, რომ მასში ადამიანების იდენტიფიცირება ძალიან ადვილია.
კადრების გავრცელებას საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელიც გამოეხმაურა და მისი კოლეგები "ნაციონალური მოძრაობიდან" უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. კომენატრი ჩრდილელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააკეთა, რომელსაც "გურია ნიუსი" ბილწსიტყვაობის სიმრავლის გამო ფოტოს სახით გთავაზობთ.
აღსანიშნავია, რომ საკუთარ გამონათქვამებში პარლამენტის წევრი პრობლემას ვერ ხედავს. ჩვენს კითხვაზე _ პარლამენტარის მხრიდან რამდენად ეთიკურია ასეთი საუბარი? _ ჩრდილელი გვირჩევს, რომ ეს კითხვა "ნაციონალებს" დავუსვათ:
_ ეთიკაზე საუბარი უნდა დაიწყოთ ნაციონალებიდან, ეს კითხვა მათ დაუსვით.თქვენ წარმოიდგინეთ მეც ადამიანი, მამაკაცი, მამა ვარ… უმძიმესი კადრებია, ეს არის თავზარდამცემი. არ ვიცი ეს არაადამიანები რატომ ,,აპრავებენ,, ამ სისტემას. გაოგნებული ვარ. ესენი ბარბაროსებზე უარესები არიან. სიტყვაც არ მომეძებნება. არ მეგონა, როდესმე სიტყვის თქმა თუ გამიძნელდებოდა.
_ ეს გასაგებია, მაგრამ თქვენ ხართ პარლამენტის წევრი, იმ პარლამენტის, რომელსაც აქვს ეთიკის კოდექსი და თქვენ უფრო მეტი მოგეთხოვებათ…
_ რადგან უფრო მეტი მომეთხოვება, იმიტომაც ვთხოვ უფრო მეტს ჩემს "კოლეგებს", _ აღნშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩრდილელმა და დასძინა, რომ მასზე "ამ კადრებმა ძლაიან იმოქმედა".