აწუხებთ თუ არა მამაკაცებს ქალბატონების გააქტიურება ოჯახის მიღმა? – სხვათა შორის, აწუხებთ. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ქალი იმკვიდრებს ადგილს სოციუმში და ხელს ჰკიდებს "არაქალურ" საქმეს (ეს მამაკაცების აზრით). ქალებს უკვე აღარ აკმაყოფილებთ დიასახლისის როლი. მათ უნდათ, ყველას, და უპირველესად, საკუთარ თავს, დაუმტკიცონ, რომ შეუძლიათ იყვნენ რეალიზებულნი და წარმატებულნი…
მამაკაცების მთავარი პრობლემაა შიში იმისა, რომ გააქტიურებული ქალი ვეღარ იქნება მორჩილი მოსამსახურე. წარმატებული ქალი სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობს საოჯახო საქმეებს და ეს ბუნებრივია. კაცი ხომ არ აიღებს საკუთარ თავზე დალაგება-დასუფთავების ფუნქციას? არავითარ შემთხვევაში! სტატისტიკა მკაცრად მიუთითებს, რომ მამაკაცების 34 პროცენტს პათოლოგიურად ეშინია, საკუთარ თავზე აიღოს ოჯახური ვალდებულებები.
27 პროცენტს სძულს ჭურჭლის დარეცხვა და ამას არ გააკეთებს.
კაცების 30 პროცენტი ამჯობინებს, სრულ უწესრიგობას შეეგუოს, ვიდრე დაალაგოს და დაასუფთაოს ბინა.
კაცების 16 პროცენტი კატეგორიულად არ დადის საყიდლებზე.
მამაკაცების 19 პროცენტს წარმოდგენა არ აქვს, როგორ მზადდება საჭმელი (არ უნდათ, ხელი გაანძრიონ და იმიტომ)…
და მხოლოდ კაცების 17 პროცენტი ეხმარება მეუღლეს ხალისით საოჯახო საქმეებში.