https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თვით ლევ იაშინმა გულწრფელად მომილოცა წარმატება”

3:03; 12.03.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მან კარიერა მშობლიურ ლანჩხუთში დაიწყო, კარის დაცვა შემთხვევით მოუხდა და შემდეგ ისე კარგად გამოუვიდა ეს საქმე, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ლეგენდად დარჩა.

გასული წლის ნოემბერში “გურიის” საიუბილეო ღონისძიებას ვერ დაესწრო და ამაზე, თურმე, გული წყდებოდა. ბოლო წლებამდე, სანამ ავად გახდებოდა, თითქმის ყველა ზეიმს ესწრებოდა და წლების წინ, “გურიის” ვეტერანთა კარიც დაიცვა.

“ჩემი შემცვლელი იყო რამაზ ურუშაძე. მახსოვს, ქუთაისის “ტორპედოს” ჰყავდა დაბალი ტანის მეკარე მერაბიშვილი. ისე მოხდა, რომ დუბლიორი არ ჰყავდათ. არადა, 5 თამაში გასვლა უწევდათ უზბეკეთსა და ყაზახეთში. როცა მეკარის ძებნა დაიწყეს, უთქვამთ, რომ ლანჩხუთს ჰყავს ძლიერი მეკარე და წამოვიყვანოთო. ანდრო ჟორდანიამ მერაბ ჟორდანიას მამა, ლეო ჟორდანია გამოუშვა ჩემს წასაყვანად. ჩვენ 4 თამაში გვქონდა სოხუმთან, ცხინვალთან და თბილისის 2 გუნდთან. ევგრაფიმ თქვა, ლერის გაშვება როგორ შეიძლება, დავიღუპებითო. ლეომ მოიფიქრა, რამაზ ურუშაძეს წავიყვან, მაღალია და მოეწონებათო. ვშაყირობდით ხოლმე, რამაზიე იმხელაა, სანამ დაწვება, ბურთი გასულია კარებშიო. მარა ახლა, რამაზის პოვნა არ გინდა? თურმე, ყანაშია წასული, სათოხნად. ჩააკითხეს და წაიყვანეს ქუთაისში. პირველივე თამაშზე თერთმეტმეტრიანი აიღო. შემდეგ უფრო წაუვიდა თამაშები და ნაკრებში მიიწვიეს. პატარა საქმე ხომ არ იყო _ იაშინის მერე, მეორე მეკარე გახლდათ იმხელა საბჭოთა კავშირში”, _ ორიოდ წლის წინ გაიხსენა ჩვენთან საუბარში ბატონი რამაზი “გურიის” ასევე ყოფილმა მეკარემ, ლერი ლომაძემ.

ლანჩხუთის სპორტის მუზეუმში რამაზ ურუშაძის კარიერის ამსახველ კადრებს დიდი ადგილი უკავია. მუზეუმის დირექტორმა და “გურიის” მეისტორიემ, არა ერთი სპორტული წიგნის ავტორმა, მერაბ წულაძემ ერთი მთლიანი თავი მიუძღვნა ლეგენდარულ მეკარეს თავის წიგნში “ცნობილი ლანჩხუთელები”:

რამაზ ურუშაძე, მაღალი ტანის გამო, თავიდან კალათბურთით იყო გატაცებული, თუმცა, ფეხბურთის სიყვარული ყოველთვის ჰქონდა. სტადიონთან ისე ახლოს ცხოვრობდა, რომ ბურთის ხმა სახლამდე აღწევდა. ერთხელ სოსო ჟორდანიას თხოვნით კარში ჩადგა და ახალ ამპლუაში მშვენივრად წარმოაჩინა თავი. ასე დაიწყო ურუშაძის სპორტული კარიერა საქართველოს პირველობის მესამე ჯგუფში მოასპარეზე ლანჩხუთის “განთიადში”.

პერსპექტიული ახალგაზრდა სწრაფად შეამჩნია ვიქტორ ბერეჟნოიმ და “გურიის” წინამორბედ “კოლმეურნეში” აიყვანა. ინფორმაციამ კარის საიმედო დარაჯის შესახებ ფეხბურთის უდიდეს სპეციალისტ ანდრო ჟორდანიამდეც მიაღწია და იმედისმომცემი ახალგაზრდა 1958 წელს ქუთაისის “ტორპედოში” მიიწვია.

ახალბედამ პირველივე მატჩში, ერევანში, ადგილობრივი “არარატის” წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა, ორი პენალტი აიღო და უცებ დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

1959 წელს, ანდრო ჟორდანია თბილისის “დინამოში” გადავიდა და თან რამაზ ურუშაძეც წაიყვანა, მაგრამ ჩვენებური მალე ისევ ქუთაისში დაბრუნდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ მაშინ “დინამოში” ერთბაშად თავი მოიყარა მაღალი კლასის ოთხმა მეკარემ: სერგო კოტრიკაძემ, ანზორ კვაჭაძემ, ანზორ კავაზაშვილმა და რამაზ ურუშაძემ. ბუნებრივია, ოთხი ასეთი დონის გოლკიპერის ერთ გუნდში გაჩერება არ შეიძლებოდა, კავაზაშვილმა და ურუშაძემ დატოვეს “დინამო” _ ერთმა ლენინგრადს, ხოლო მეორემ ისევ რიონისპირა ქალაქს მიაშურა.

თუმცა “ბ” კლასში თამაშს რამაზისთვის ხელი არ შეუშლია, საკავშირო საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიეპყრო. ცნობილმა მწვრთნელმა, ევგენი ლიადინმა იგი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში ჩარიცხა.

ამასობაში ქუთაისის “ტორპედომაც” დაიწყო წარმატებული თამაში და 1961 წელს “ა” კლასის საგზური მოიპოვა. ქუთაისელებმა საბჭოურ გრანდებთან პაექრობა მოგებით დაიწყეს. საკუთარ მოედანზე მოსკოვის “ტორპედოს”, სადაც ცნობილი ფეხბურთელები _ ვალენტინ ივანოვი, ბორის ბატანოვი, ვალერი ვორონინი, ვიქტორ შუსტიკოვი და სხვები გამოდიოდნენ, 4:2 სძლიეს.

რამაზ ურუშაძემ საუცხოოდ ითამაშა მოსკოვში, ქუთაისელთა წარმატებული სერიის დროს, როცა გათამაშების დებიუტანტმა ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა მოსკოვის გუნდებთან _ “ცსკასთან” და “ლოკომოტივთან”. ურუშაძე უმალ შეიყვანეს საბჭოთა ოლიმპიურ გუნდში და პირველი ნაკრების კანდიდატადაც დაასახელეს.

იმ დროს პირველ გუნდში მოხვედრა ძალიან ძნელი იყო. საბჭოთა ფეხბურთში მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ლევ იაშინის კულტი არსებობდა. იაშინის ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ მოედანზეც კი მამის სახელით მოიხსენიებდნენ და მასთან ჭიდილში სხვა, თუნდაც, ჩინებულ მეკარეებს პრაქტიკულად შანსი არ ჰქონდათ. თავის კლუბში, მოსკოვის “დინამოში”, იაშინს ძლიერი კონკურენტი ჰყავდა ბელიაევის სახით, რომელიც ერთხანს საბჭოთა კავშირის მეორე მეკარედ ითვლებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ არსებობდა იაშინი, ნიჭიერი მეკარის კარიერა ისე დამთავრდა, არც ერთ დიდ საპასუხისმგებლო მატჩში არ დაუცავს მოსკოვის “დინამოს” კარი. ასევე იყო ნაკრებშიც. იმხანად მეკარეთა საბჭოთა სკოლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში, მაგრამ ოლეგ მაკაროვმა, ვლადიმერ მასლაჩენკომ, სერგო კოტრიკაძემ ვერ თქვეს თავისი სიტყვა საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ნაკრებში იაშინი დომინირებდა.

რამაზ ურუშაძე უკვე იყო ოლიმპიური ნაკრების წევრი, როცა იგი მთავარ ნაკრებშიც მიიწვიეს, მაგრამ ძირითად მეკარედ, რაღა თქმა უნდა, ჯერ კიდევ იაშინი ითვლებოდა. ახლოვდებოდა შეხვედრები “მრისხანე იტალიელებთან”. რამაზი, რომელსაც აქამდე არც ერთი მატჩი არ ჰქონდა პირველ ნაკრებში ნათამაშევი, ცხადია, ვერც იფიქრებდა, მისი დებიუტი ასეთ საპასუხისმგებლო შეხვედრაში თუ შედგებოდა. რამაზ ურუშაძე იხსენებს: “ამ მატჩში მონაწილეობა მოულოდნელი იყო ჩემთვის _ ქუთაისში ვთამაშობდი და უცებ შევიტყვე, რომ ნაკრების კანდიდატი ვარ. მაშინ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბესკოვი იყო. მოსამზადებელ შეკრებას ათი დღით ადრე მოსკოვში გავდიოდით. მე ვიყავი ქუთაისიდან, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი _ თბილისიდან. ერთად ვცხოვრობდით. ერთ საღამოს ისინი მეუბნებიან:L_ იტალიასთან შენ უნდა დაგაყენონო! მე გამიკვირდა _ ხომ არ მეხუმრებით,-მეთქი. იუარეს, გავიგეთ შენ უნდა გათამაშონ და ხომ არ გეშინიაო. მართალი გითხრათ, შიში არ მიგრძვნია, თუმცა, ხუმრობა არ იყო პირველი მატჩი, ისიც იტალიასთან. ბესკოვი შემადგენლობას თამაშის დღეს აცხადებდა. 12 საათზე შევიკრიბეთ და ჩემი გვარი დაასახელა. სხვათა შორის, ჩემთვის სხვა არაფერი უთქვამს _ ითამაშე, როგორც შენს გუნდში! და მორჩა. თამაშში ჩავერთე თუ არა, ყოველგვარი ნერვიულობა გამიქრა, დავმშვიდდი და თამაშიც გამომივიდა”.

გამოუვიდა კი არა, რამაზმა ჩინებულად ითამაშა, ისე, თითქოს ასეთი მატჩი მისთვის პირველი არ იყო. ნაკრებმა 2:0 მოიგო, რაშიც რასაკვირველია, რამაზის დამსახურებაც იყო. დაუწერელი კანონია _ მოგებულ შემადგენლობას, თანაც ასეთ მატჩში, არ ცვლიან, მაგრამ იტალიაში ნაკრების კარის დაცვა კვლავ იაშინს მიანდეს. რამაზი კი სათადარიგო სკამიდან ადევნებდა თვალს მატჩს. თამაში 1:1 დასრულდა და საბჭოთა კავშირის ნაკრები ევროპის პირველობის შემდეგ ეტაპზე გავიდა.

რამაზ ურუშაძე: _ ხშირად ამბობენ, რომ ბესკოვი არ იყო კარგად განწყობილი ქართველი ფეხბურთელების მიმართ. მე ეს არ მიგრძვნია, ან როგორ უნდა მეგრძნო, როცა ქუთაისის “ტორპედოს” მეკარეს იტალიელებთან დიდ მატჩში ასეთი დიდი ნდობა გამომიცხადა? მერეც არ ყოფილა ჩვენი ურთიერთობა ცუდი. მე ესპანეთშიც გავემგზავრე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. თუმცა, ძირითად შემადგენლობაში კვლავ იაშინი იყო. ბესკოვის რა მოგახსენოთ, მაგრამ ძმები სტაროსტინების ცუდ დამოკიდებულებას ქართველებისადმი აშკარად ვგრძნობდი. ისინი თავის დროზე არც თუ უსაფუძვლოდ ბერიაზე იყვნენ ნაწყენები და ეს ქართველ ფეხბურთელებზე გადმოჰქონდათ. სტაროსტინებს დიდი გავლენა ჰქონდათ ფეხბურთის საკავშირო ფედერაციაში და ალბათ, მათი “მოღვაწეობის” შედეგად აღარ დამაყენეს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, თორემ მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთანაც ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა. სხვათა შორის, ბესკოვი შემადგენლობას არ ცვლიდა, უნდოდა კარში მე დავეყენებინე, თვით იაშინმა მოსკოვის შეხვედრის შემდეგ გულწრფელად მომილოცა წარმატება.

ამის შემდეგ რამაზ ურუშაძემ ერთი მატჩიღა ითამაშა საბჭოთა ნაკრებში ურუგვაელებთან, სახელგანთქმული ლუის კუბილასის პარტნიორების წინააღმდეგ და იმ შეხვედრაშიც ხელშეუხებელი დატოვა კარი.

1965 წელს ურუშაძე თბილისში ისევ იხმეს. მისი გამოჩენა იმ ეტაპზე “დინამოში” გულშემატკივრებისთვის გარკვეულწილად მოულოდნელი იყო, რადგან 1964 წლის სეზონის დამთავრების შემდეგ, მიწვეული იყო მოსკოვის “სპარტაკში”. როდესაც ეს ამბავი “დინამოს” ხელმძღვანელობამ გაიგო, ყველაფერი იღონა ურუშაძის გადასაბირებლად.

მიუხედავად იმისა, რომ რამაზს თბილისში თაობათა ცვლის რთული პერიოდი დახვდა, პირველი სეზონი საქართველოს ფეხბურთის ფლაგმან გუნდში ცუდად არ ჩაუტარებია, შემდეგ კი “დინამო” შეიკრა და ათამაშდა. ისე, 1964 წლის შემადგენლობაში რომ მოხვედრილიყო, უკეთესი იქნებოდა. მიწვევა მანამდეც ჰქონდა, მაგრამ არ დათანხმდა. თუმცა, ყველაფერს თავისი ახსნა აქვს _ მაშინ უკვე ნაკრების მეკარე იყო, “დინამოს” კარს კი სერგო კოტრიკაძე იცავდა. ცხადია, როდესაც ნაკრების წევრი ხარ, საკუთარ კლუბში ძირითადში უნდა თამაშობდე. კოტრიკაძესთან კონკურენციაში ყოველთვის ძირითადში შეიძლება ვერ მოხვედრილიყო, რაც მის რეპუტაციაზე უთუოდ უარყოფითად იმოქმედებდა. ამდენად, პირველ მიწვევაზე უარის თქმა გამართლებულიც იყო.

და მაინც, 1965 წელს ის და სერგო კოტრიკაძე “დინამოს” კარში ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. 1966 წლიდან კი რამაზ ურუშაძე მთელი ექვსი წელი თითქმის შეუცვლელად იცავდა საქართველოს უპირველესი გუნდის ღირსებას და დიდი სიხარული მოჰქონდა ქართული ფეხბურთის მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლისთვის.

“გურია ნიუსი” დიდ გულისტკივილს გამოთქვამს სახელოვანი მეკარისა და საამაყო გურული კაცის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გამგეობის თანამშრომლები პრემიებს მიიღებენ

სააკაშვილის დეკლარირებული საქართველო _ ანუ ღარიბი ქვეყნის მდიდარი პრეზიდენტი

ყველა სიახლე

საზოგადოება

2028 წლისთვის მალთაყვის უბნის ნახევარზე მეტი შესაძლოა ზღვამ წაიღოს – რა წერია ფოთის გენერალურ გეგმაში?

23:27; 29.12.2025
საზოგადოება

“გაგიკვირდებათ და მოვიდა ზამთარი. რა ხდება გურიაში?! მეორე დღეა მუნიციპალური ავტობუსი არ ამოსულა”

22:57; 29.12.2025
default
საზოგადოება

მშენებლობა დასრულდა – როდის გაიხსნება სრულად რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი

22:46; 29.12.2025
საზოგადოება

ზვავსაშიშროება- სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

22:23; 29.12.2025
სამართალი

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

22:20; 29.12.2025
საზოგადოება

შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები _ სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება

17:58; 29.12.2025
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზის განცხადებას ავრცელებს

17:54; 29.12.2025
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბობენტთა საყურადღებოდ!

17:33; 29.12.2025
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

15:15; 29.12.2025
საზოგადოება

ქართველი გამომგონებელი, რომელმაც შობა შეცვალა – ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები

15:00; 29.12.2025
სამართალი

“მე თვითონ გაკვირვებული ვარ” – ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი

15:00; 29.12.2025
ზაფრანი

მოდა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

14:45; 29.12.2025
ზაფრანი

საუკეთესო საცოლეების სამეული

14:43; 29.12.2025
ზაფრანი

საქმროების სამეული

14:40; 29.12.2025
ზაფრანი

ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავი შეგეფერებათ

14:39; 29.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო