ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს კახა კალაძე ეხმაურება. დ ვიცე პრემიერი სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ორ სუბიექტს შორის დავას უწოდებს.
_ მედიაზე ზეწოლა, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ეს იყო 2007 წელს, როდესაც იმედის ტელევიზია დაარბია სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა. დღეს მიმდინარე პროცესები ეს არის სიტყვის თავისუფლების დემონსტრირება.
სასამართლო პროცესი რაც მიდის ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა, შეიძლება ითქვას ქიბარ ხალვაშს და მიხეილ სააკაშვილს შორის მიმდინარეობს ეს დავა. დაველოდოთ სასამართლოს, მე როგორც ვიცე-პრემიერს, თავს შევიკავებდი რაიმე კომენტარის გაკეთებისგან, ჩემს შეხედულებებზე“ – განაცხადა კახა კალაძემ.