დღეს ა.(ა).ი.პ. კულტურის, სპორტის და ტურიზმის განვითარების ცენტრის ინიციატივით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით დაიწყო კონკურსი "ჩემი სოფლის ისტორია" .
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ სირბილაშვილის თქმით, კონკურსში მონაწილეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 24 თემი.
"- მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ თავისი ძალებით აღმოჩენილი საინტერესო ისტორიები თავის სოფელზე, ტრადიციებზე და საინტერესო ადამიანებზე. ჩვენ დაინტერესებულ პირებს სამი ტიპის ფორმატი შევთავაზეთ, ერთი არის ვიდეო რეპორტაჟი, მეორე – საკონფერენციო მასალები და მესამეა ფოტო გამოფენა."– გვითხრა ავთანდილ სირბილაშვილმა.
ამავე ცენტრის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების გამგე ხატია გიორგაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ხვალ კონკურსის მეორე დღეს სხვადასხვა ნომინაციაში მოხდება კონკურსში მონაწილეების დაჯილდოება. კონკურსის მონაწილეების ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს.