დაპირისპირება მოხდა ვანის სტადიონზე, სადაც ერთმანეთს მეორე ლიგაში მოასპარეზე ჩოხატაურის "ბახმარო" ვანის "სულორს" შეხვდა. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.
არსებული ინფორმაციით "სულორის" გულშემატკივრები, რომლებიც მატჩის შედეგით უკმაყოფილებას გინებით გამოხატავნდნენ, სტადიონზე შეიჭრნენ და მსაჯი სცემეს.
"სულორი" მეორე ლიგის გათამაშების ლიდერია და ამ სეზონში მას არცერთი წაგება არ აქვს. ცხრილის შუაგულში მყოფ "ბახმრაოსთან" ფრედ დასრულებული თამაში, როგორც ჩანს ვანელებისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა.
მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია ფეხბურთის ფედერაციას.