ამერიკელი ექიმების მტკიცებით უმჯობესია რომ სამ თვეში ერთხელ ორგანიზმს განტვირთვის კვირა მოუწყოთ და ამით დაიცვათ თავი მრავალი ავადმყოფობისგან, რათა იყოთ ფიზიკურად უფრო ძლიერი და ამტანი.
ხანდახან უარი თქვით ხორცის ჭამაზე, რადგან, დაკვლის პროცესში ცხოველის ორგანიზმში გროვდება დიდი რაოდენობით ადრენალინი და უარყოფითი ემოციები, რაც ადამიანის ორგანიზმს ამ ხორცის მიღებით გადაეცემა.
უმჯობესია, ხშირად მიიღოთ უმი საკვები, მაგალითად: სტაფილო, ჭარხალი, უმი კარტოფილიც კი, რადგან ეს პროდუქტები აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და არჩენს წყლულს. კერძოდ, უზმოზე ნახევარი ჭიქა უმი კარტოფილის წვენის მიღებისას სამი კვირის შემდეგ ნებისმიერი წყლული იკურნება.
ჯანმრთელად და მხნედ რომ იყოთ, ყოველდღე მიირთვით სამი კბილი ნიორი და ერთი პატარა თავი ხახვი უმად. თუ ეს ბოსტნეული გწყენთ, ესე იგი, კუჭ-ნაწლავის პრობლემა გაქვთ.
სისხლძარღვების საუკეთესო გამწმენდია მწვანე ჩაი და ლიმონი. ასე რომ, ხშირად სვით მწვანე ჩაი ლიმონით და გაიწმინდეთ სისხლძარღვები.