"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "კურიერის" სპეციალური გამოშვების პირდაპირ ეთერში საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, ხელისუფლება აპირებს მისი შანტაჟის მიზნით კონკრეტული საუბრის ჩანაწერები და ვიდეოები გამოაქვეყნოს.
"მივმართავ ხელისუფლებას ღია ეთერით. რაც გინდათ გამოაქვეყნეთ. თავიც ჩემია, ფეხიც და ყველა სხვა დეტალიც. ჩემთვის ეს არის სულერთი. ჩემი პირადი ცხოვრება, ჩემი პირადი ცხოვრებაა. თუ მე ვარ უკანონო მიყურადების და თვალთვალის მსხვერპლი აუცილებლად გაზღვევინებთ პასუხს სასამართლოს წინაშე. ოღონს არა ურთმელიძის, არამედ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე", _ აცხადებს გვარამია.
ამავე თემაზე:
ხვალ სასამართლო "რუსთავი 2"-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს – გვარამიას საგანგებო განცხადება