ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხვალ 12:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული.
ამის შესახებ, გვარამიას პროკურატურის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ აცნობეს.
პროკურატურის წარმომადგენლები ტელევიზიის შენობაში იმყოფებოდნენ. გამომძიებლები არხის გენერალურ დირექტორს შეხვდნენ და ხვალ 12:00 საათზე პროკურატურაში დაბარების შესახებ აცნობეს და უწყებაც ჩააბარეს.
მათი თქმით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო გამოძიება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მიერ მისი დაშანტაჟების მცდელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე .