ამ დილით ოზურგეთში "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ოფისი მოძრაობის წევრებს წითლად გადაღებილი დახვდათ . ოფისის ფასადზე შეურაცმყოფელი წარწერებია საღებავით შესრულებული, მაგალითად, "ქათმები საქათმეში," "მკვლელები" და ა.შ.
"ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის მდივანი ჯაბა ღლონტი ამბობს, რომ როცა ოზურგეთში პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი იმყოფებოდა, მათი მოძრაობის წევრები დააკავეს ქალაქის იერსახის დამახინჯების ბრალდებით.
მისივე განცხადებით, იმ ქუჩაზე, სადაც ოფისი მდებარეობს, მიმდინარეობს ფასადების რემონტი მერიის ხარჯით. ჯაბა ღლონტს ინტერესდება, არის თუ არა ეს ქალაქის დამახინჯება.
აქ იმყოფება "თავისუფალი საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა ძიმისტარაშვილი, რომელმაც ეს ფაქტი ვანდალიზმად შეაფასა.
ჯაბა ღლონტი ამბობს, რომ ღამით ეს წარწერები არ იყო. ის ვარაუდობს რომ წარწერები გამთენიისას გაჩნდა.
ამ წუთებში ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იკრიბებიან.