პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" დანაშაულებრივი ორგანიზაციაა და არ აქვს არსებობის უფლება . " რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ახალ ვიდეოფირებს, მე მინდა საზოგადოებას შევახსენო ეს ისტორია. მე მინდა გითხრათ, რომ ესენი არიან რიგითი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ სამეგრელოში. ვიცი შემთხვევა, როცა ერთი ადამიანი ღამის სამ საათზე გაიტაცეს, მისი ფეხმძიმე მეუღლე აწამეს, რის გამოც მას მუცელი მოეშალა. ის აწამეს არარსებული დანაშაულის ჩადენის აღიარების მისაღებად. მაგრამ რადგამ მისგან ვერ მიიღეს აღიარება, სხვა ბრალდებით გაასამართლეს, ნარკოტიკების მოხმარების ასევე შეთითხნილი ბრალდებით. და ასეთი მაგალითები უამრავია.
მე , როგორც მოქალაქეს მიმაჩნია, რომ მათ არ აქვთ პოლიტიკაში დარჩენის უფლება. სააკაშვილი და მისი გუნდი არის კოლექტიური ნიღბოსნების სახე." ეს განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.