"პროცესს იხილავს უნიჭო, უსინდისო, უყველაფრო ურთმელიძე," – ეს განცხადება რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსამართლემ ის სხდომათა დარბაზში არ შეუშვა.
"პროცესს იხილავს უნიჭო, უსინდისო, უყველაფრო ურთმელიძე. ადამიანი, რომელიც არ არის მოსამართლე, ის არის დაქირავებული ბიძინა ივანიშვილის მიერ. პროცესზე ზის როგორც ზონდერი.
პროცესს არ იცილებს და ზის და საქმეს იხილავს, მიუხედავად მისი მაკომპრომატებელი სიუჟეტები გადის რუსთავი2-ზე ეს არის კორუმპირებულია, უვიციც, მოსამართლის გამოცდაც ეჭვის ქვეშ არის.
რადგან მან გამოცდა მაშინ ჩააბარა, როდესაც ასლან აბაშიძემ ერთადერთი გამოცდა ჩაატარა და მაშინ ძირითადად ყველა თუ არა, ბევრმა მათგანმა გამოცდების ჩასაბარებლად ფული გადაიხადეს. ვნახავთ, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი," – აცხადებს ნიკა გვარამია.