"მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას, რომელიც არის გადასული იმ სიბინძურეზე, რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს, პრაქტიკულად, პორნოკრატია დაამყარა საქართველოში დიდი დრო არ უწერია, მოსამართლე ურთმელიძე ამ ხელისუფლების ნაწილია", – ეს განცხადება ნიკა გვარამიამ გააკეთა.
გვარამიას თქმით, ურთმელიძე არ არის მოსამართლე, ის არის ზონდერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს წარმოადგენს და მისი ადგილი სასამართლოში არ არის.
"დიდი მნიშვნელობა ამ სასამრთლოს შენობამ მოსამართლე ურთმელიძის გამო დაკარგა. ვწუხვარ, რადგან აქ ძალიან ბევრი კვალიფიციური, კეთილსინდისიერი ადამიანია, ისინი, ვისაც გვინდოდა, რომ ჩვენი საქმე განეხილა, იმიტომ, რომ მათი გვჯერა. მოსამართლე ურთმელიძე ერთადერთია, რომელიც ამ ხელისუფლებამ ამ ბინძური სამუშაოს შესასრულებლად იპოვა. ნებისმიერი კვალიფიციური იურისტი გეტყვით, რომ ეს სარჩელი არის სრულიად უპერსპექტივო," – განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამია სასამართლოს მოუწოდებს, გამოეხმაუაროს ასეთ ვითარებას.
"სასამართლოს მოვუწოდებ, გამოეხმაუაროს ასეთ ვითარებას და შიდა კორპორატიულად მაინც დაგმოს ასეთი ადამინების ქმედებები, რომლებიც პირდაპირ მათ გილდიას უტეხს სახელად. საზოგადოებაში უკვე ურთმელიძე ზედსართავი სახელია, რაც უკანონობას, უვიცობას, ოჯახის წევრების უარყოფას, მანქურთობას ნიშნავს,“ – განაცხადა ნკა გვარმიამ.