ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ანსამბლი "გურია" გასტროლებზე გერმანიაში გაემგზავრა.
ხუთდღიანი ტურნე უკვე დაგეგმილია. აღსანიშნავია, რომ ბერლინში და ფრანკფურტში, სადაც ანსამბლი ორ შოუ-პროგრამას წარადგენს, ყველა ბილეთი წინასწარ გაიყიდა.
კონცერტებს რვა ქვეყნის საპროდიუსერო კომპანია დაესწრება.
ტურნეს კოპანია ''ძმები ასკანელები'' და გერმანული საპროდიუსერო კომპანია ''Agenda Production'' აფინანსებს.