მომღერალი ნინა წკრიალაშვილი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა "კურიერი" არ დაიხუროს.
"ჩემი აქ მოსვლის პირველი მიზეზი არის ის, რომ "რუსთავი 2"-ის ნაწილი ვარ, აქ ვმუშაობ. რომც არ ვმუშაობდე, ვთვლი, რომ რუსთავი 2 არის ჩემი, თქვენი, ხალხის ტელევიზია. თავისი არსებობის პირველივე დღიდან მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს აშუქებდა. ეს იყო მწარე სიმართლე, რომელიც რეალურად იდგა საქართველოში.
ეს არის ტელევიზია, რომელსაც არცერთი მთავრობის არ ეშინია. შელამაზების გარეშე ფარდას ხდის იმ პროცესებს, რომელიც ძალიან უნდა მთავრობას რომ შეალამაზოს.
საქართველო წარმოუდგენელია "კურიერის" გარეშე. ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება სიტყვის თავისუფლებას. აქ არის საუბარი იმაზე, რომ "კურიერი" დაიხურება; არის საფრთხე იმისა, რომ ქვეყანაში დაწყებული პატარა დემოკრატიული პროცესები სამუდამოდ დასამარდეს", _ აცხადებს წკრიალაშვილი.