მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟოჟოლიანი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მესტიაში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ნაცვლად კულტურის სახლი საღებავებით შეღებეს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მესტიის კულტურის სახლი საღებავებითაა დასვრილი, რომელიც შეცდომით, ენმ-ს ოფისის ნაცვლად შეღებეს.
"მესტიაში ჩვენი ოფისის მაგივრად გამგეობა შეღებეს. ახლა თუ რამე გამაცინებდა", _ წერს სოციალურ ქსელში კობა სუბელიანი.
მესტიის მცხოვრები სოფო ფალიანი კი, შეღებილი შენობის ფოტოებსაც აქვეყნებს.
"ეს მესტიის მუნიციპალიტეტის (თუ ამას მუნიციპალიტეტი ჰქვია) კულტურის სახლის კედელზეა .. ნათელი დასტური იმისა , რომ უპატრონო ქვეყნის უპატრონო რაიონში ვცხოვრობთ და არ არსებობს სამართალი, რომლის ძალითაც პასუხი მოეთხოვება ამის გამკეთებელს . და თუ სადღაც მაინც არსებობს სამართალი , უნდა დადგინდეს ამის მდაბიო ჩამდენი და 200ამდე ძვალი სულ თითოეულად უნდა დაუმტვრიო… ამის შემოქმედო ქოცებო , თქვენ არ ხართ მარტო პოლიტიკური პარტია , თქვენ ცხოვრებისგან დაჩაგრული ადამიანების გროვა ხართ, რომლებსაც ამაზე მეტი არ მოეკითხებათ!" – წერს ფილფანი სოციალურ ქსელში.
"რომელი კულტურის სახლი გადაღებეს?! ტყუილია ყველაფერი. "ნაციონალურ მოძრაობას" სვანეთში ოფისიც არა აქვს. ჩვენთან სხვანაირად არის, კაცო, აქ რცხვენიათ "ნაციონალები" რომ არიან. ისე არ არის ჩვენთან, სხვაგან ბლომად რომ არიან. კულტურის სახლი ერთი გვაქვს და არაფერია გადაღებილი", _ განაცხადა ჟორჟოლიანმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.