ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენების გამო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში შეშფოთებულები არიან.
აღნიშნული ინფორმაცია US DEPARTMENT OF STATE-ის გვერდზე ვრცელდება.
"ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, რამაც შესაძლებელია საქართველოს წამყვანი მედია მაუწყებლის დახურვა გამოიწვიოს,გვაშფოთებს",_ როგორც ცნობილია, აღნიშნული განცხადება მათ ყოველდღიურ ბრიფინგზე გააკეთეს.
"ჩვენ, რა თქმა უნდა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სამართლებრივი საქმის განხილვის შესახებ კომენტარს არ გავაკეთებთ. თუმცა ტელეკომპანიის დახურვით ან პოტენციური დახურვის შემთხვევაში საქართველოში მედია სივრცე მნიშვნელოვნად შეიზღუდება, რაც შეშფოთებას იწვევს", _აცხადებენ პენტაგონში.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკის მთავრობას სჯერა, რომ დემოკრატიული მთავრობის პრიორიტეტი საზოგადოებისთვის თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობა უნდა იყოს.
"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ხშირად აღიარა და დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული ღია მედია. ეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც მოდელი რეგიონისთვის და ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატიული მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი მოქალაქეთა თავისუფლება უნდა იყოს, რომელიც დამოკიდებულია თავისუფალ და უფასო მედიის ხელმისაწვდომობაზე", _ განაცხადეს ბრიფინგზე.
განცხადების მიხედვით, ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, თუმცა სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები მათ შეშფოთებას იწვევს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. მაგრამ ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, რამაც შესაძლებელია საქართველოს წამყვანი მედია მაუწყებლის დახურვა გამოიწვიოს, გვაშფოთებს,”_ ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს უკვე ესაუბრა.
"ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც ტოვებს მედია პლურალიზმთან დაკავშირებით კომპრომისის შთაბეჭდილებას. ჩვენმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, ეს საქმე უკვე განიხილა პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან," _ ნათქვამია განცხადებაში.