„ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის შეასრულოს მედიატორის როლი, ასოციაციები დასხდნენ გვერდიგვერდ და განიხილონ მათი პროფესიული კომპეტენციები, რათა მივაღწიოთ კონსესუსს და შევიტანოთ შესაბამისი ცვლილებები არსებულ ნორმატიულ აქტში“ _ ეს განცხადება ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ფსიქიატრები იმ ბრძანების გადახედვას მოითხოვენ, რომლითაც საექიმო სპეციალობათა, მათ შორის ნევროლოგითა პროფესიული კომპეტენციები განისაზღვრა.
ფსიქიატრები პეტიციის მომზადებასაც გეგმავენ, რომლის ავტორი ოთხი ორგანიზაციაა: "საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება", "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი", "საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია", "საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია".
მარინა დარახველიძის თქმით ინფორმაცია პროფესიული კომკპეტენციების შესახებ რამდენიმე თვის განმავლობაში სამინისტროს ვებ-გვერდზე იყო განთავსებული და ყველა ასოციაციას, მათ შორის ფსიქიატრებსაც საშუალება ჰქონდათ საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ ცვლილებების შესახებ.
ამ დროის განმავლობაში ფსიქიატრთა ასოციაციის მხრიდან არცერთი შენიშვნა სამინისტროს არ მიუღია. მას შემდეგ რაც მედია საშუალებებით ცნობილი გახდა მათი პრეტენზიების შესახებ, სამინისტროს წარმომადგენლები ორივე ასოციაციას შეხვდნენ და მოისმინა მათი მოსაზრებები.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და მოლაპარაკებები ფსიქიატრთა და ნევროლოგთა ასოციაციებთან.
ამავე თემაზე: ფსიქიატრთა საზოგადოება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების გადახედვას ითხოვს