ეუთო-ს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა "რუსთავი 2"-თან მიმდინარე დავის გამო, შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა. აღნიშნული განცხადება ეუთო-ს გვერდზე ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, "რუსთავი 2" მნიშვნელოვან ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ შეზღუდვებს განიცდის, რაც ტელეკომპანიას თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას უზღუდავს.
"თუ სასამართლო მალე არ გააუქმებს ტელევიზიის მიმართ დაყენებულ შეზღუდვებს, სასამართლო ბრძანება ქვეყანაში მედიის პლურალიზმს გამოიწვევს. სასამართლოს წარმოებაზე შესაძლებელია რამდენიმე მაღალი დონის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიც უარყოფითად აისახოს,"_განაცხადა მიატოვიჩმა.
მისივე განცხადებით, მომავალ წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ მედიისთვის შექმნილი პლურალისტური გარემო განსაკუთრებით შემაშფოთებელია.
"დემოკრატია მოითხოვს, რომ ადამიანებს სხვადახვა საინფორმაციო წყაროების საშუალებით შეეძლოთ ინფორმაციის მიღება,"_განაცხადა მიატოვიჩმა.