პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ბოლნისის ორგანიზაციის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ თემურ გაბიძაშვილმა დღეს მედიასთან განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ ის თავის თანამოაზრეებთან ერთად უერთდება "ქართულ ოცნებას" .
"ქართული ოცნება "ერთადერთი ძალაა, ვინც შეძლებს "ნაციონალური მოძრაობის " დამარცხებას , მე კი 2012 წლიდან ვებრძოდი ნაციონალების სისხიან რეჟიმს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შევუერთდე " ქართულ ოცნებას " და მათთან ერთად კვლავ ვიბრძოლო თავისუფლებისათვის, ვინაიდან ვთვლი რომ "ქართული ოცნება" თვისუფალი სიტყვის გარანტია." – განაცხადა თემურ გაბიძაშვილმა.
"თავისუფალი დემოკრატების" პრესსამსახურში გვითხრეს, რომ თემურ გაბიძაშვილმა პარტია ერთი წლის წინ დატოვა.
" ბოლნისში პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი არის გიორგი ზურაბაშვილი. რაც შეეხება თემურ გაბიძაშვილს, მან პარტია ერთი წლის წინ დატოვა. ამ ეტაპზე ბოლნისში 40 წევრი გვყავს."- ამბობენ პრესსამსახურში.