https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კონტროლის პალატის სახელით მოწყობილი მასობრივი დაკითხვა

3:03; 13.03.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

კონტროლის პალატის სახელით მოწყობილი მასობრივი დაკითხვა

დადასტურებული ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში, 6 პიროვნებას კონტროლის პალატის სახელით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი ვინმე კახა საჯაია კითხავდა.

გუშინ ღამით, კონტროლის პალატიდან არა ერთ მოქალაქეს იდენტური შინაარსის უწყება მიუვიდა: “პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით, დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად”, _ წერია უწყებაში, რომელიც არაერთმა მოქალაქემ 11 მარტს მიიღო.

საინტერესოა, რომ ეს უწყება დევს კონვერტში, რომელსაც არ აწერია კონტროლის პალატის მისამართი, ხოლო თავად უწყება არ არის დაბეჭდილი კონტროლის პალატის ბლანკზე, არ არის მითითებული რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციაში გატარების თარიღი. უწყებას ხელს აწერს საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე, ვინმე გიორგი ამირანაშვილი

ასეთივე შინაარსის უწყება მიუვიდა 12 მარტს, დილის საათებში, “რესპუბლიკური პარტიის” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის წევრს ლილი ებრალიძეს.

_ როგორც კი უწყება მომივიდა, მაშინვე წავედი მითითებულ მისამართზე, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა აღმოჩნდა. ერთსაათიანი ლოდინი მომიხდა _ სხვა ჰყავდათ შეყვანილი დაკითხვაზე. ლოდინის შემდეგ, დაცვას დაურეკეს, რომ მოეცა უფლება, ავსულიყავი მეორე სართულზე, _ გვითხრა ქალბატონმა ლილიმ.

_ დაცვის ზომები გამკაცრებული იყო?

_ დიახ, ჩანთა დამატოვებინეს და მობილური ტელეფონი. მესამე სართულზე რომ ავედი, კარები დაცვის წევრმა გამიღო. მრავლად იყვნენ, დაახლოებით 6-7 თანამშრომელი. შესასვლელში ქალი დამხვდა, რომელმაც სპეციალური მოწყობილობით შემამოწმა. მითხრა, ჯიბე თქვენ თავად ამოილაგეთო. მანდატი და პირადობის მოწმობა მქონდა მხოლოდ. ამის შემდეგ შევედი ოთახში. ახალგაზრდა მამაკაცმა წესდება გამაცნო და კონტროლის პალატის სახელით, კახა საჯაიათი გამეცნო.

_ დაკითხვას მხოლოდ საჯაია აწარმოებდა?

_ დიახ, მხოლოდ ის იყო. თუმცა, ყოველ 5 წუთში ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ, როგორ არის საქმეო. ის პასუხობდა, დავიღალე უკვე, რა ვქნა არ ტყდებაო. მითხრა, რას მალავთ, ყველაფერი ვიცით, ყველა ინფორმაციაა ჩვენამდე მოსული, ისიც ვიცით, რომ ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელწერებს აგროვებდითო: _ ხელწერების შეგროვებისთვის რომან ბიწაძეს თანხა უკვე გადმორიცხული აქვს, ბიწაძემ თანხები გაანაწილა და შენ რომ დამალავ, მინიმუმ ორწლიანი ციხე არ აგცდებაო, _ მეუბნებოდა საჯაია.

_ თქვენ რას პასუხობდით?

_ მე ვეუბნებოდი, რომ არანაირი თანხა არ ამიღია და ჩემს ანგარიშზე არაფერი არ იყო ჩარიცხული., გარდა იმისა, რომ მეზობელს მისმა შვილიშვილმა ბათუმიდან 100 ლარი ჩემს ანგარიშზე ჩაურიცხა. ჩაიწერეს იმ გოგონას სახელი და გვარი.

_ ქალბატონო ლილი, 5 საათის განმავლობაში რა კითხვებს გისვამდნენ?

_ ძირითადად, ივანიშვილის მოქალაქეობაზე და ფინანსებზე, რამდენი აიღე ხელწერების შეგროვებისთვის და გაზეთს “ქართულ ოცნებას” რომ არიგებ, ამისთვის რამდენ ლარს გიხდიანო. ვეუბნებოდი, რომ ამისთვის თანხას არ მაძლევენ და ანგარების მიზნით არ ვმუშაობ, მე ამ პარტიის წევრი ვარ, მწამს რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება და ხელფასი რომც არ მომცენ მაინც ვიმუშავებ,-მეთქი. ამის შემდეგ მითხრა, ორი უკვე დავაპატიმრე და ახლა შენი ადგილიც არისო. თუ დამაპატიმრებთ, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მექნება, და ისე რას იზამთ, მთელ საქართველოს დააპატიმრებთ,-მეთქი. შემეპასუხა, რა მთელი საქართველო ხართ უკვეო? კი, ვუთხარი “ნაციონალების” და თქვენი გამოკლებით,-მეთქი.

_ რამდენიმე საათის განმავლობაში მხოლოდ ამ თემებზე გესაუბრებოდათ?

_ დიახ, ამ საკითხების ირგვლივ ტრიალებდა. რამდენი აიღეთ, რამდენი გადმოირიცხა, რამდენი გყავთ პარტიის წევრი, რამდენი ხელწერა შეაგროვეთ, თქვენს გარდა გაზეთს კიდევ ვინ ავრცელებს, ვინ გაწვდით ინფორმაციას, რომ გაზეთი ჩამოვიდაო. რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარე, ვინ მომაწვდის,-მეთქი, ვპასუხობდი. ვის ჩამოაქვს გაზეთი და რამდენი ეგზემპლარიო და თქვენ რამდენ ცალს არიგებთო. ვარიგებ კი არა, ხელიდან მგლეჯენ,-მეთქი, ვუპასუხე. რა იმედი გაქვთ მოგებისო. მე კითხვა შევუბრუნე, თქვენ რისი იმედი გაქვთ,-მეთქი.

მერე ვკითხე, თქვენ მხოლოდ ივანიშვილის მხარდამჭერებს კითხავთ თუ კიდევ სხვა პარტიების წევრებს,-მეთქი. რა თქმა უნდა, სხვებსაცო. მე შევეკითხე, “ნაციონალების” დარღვევებზე რომ გვექნება ინფორმაცია, როგორ მოვიქცეთ,-მეთქი. _ დარღვევების შემთხვევაში მოგვმართეთ მითითებულ მისამართზეო.

_ ჰქონდა თუ არა ადგილი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ან მუქარის შემცველ შეკითხვებს?

_ 5 საათზე მეტი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიყავი. დროდადრო გადიოდა, დაცვასთან მტოვებდა, შემოვიდოდა და იწყებოდა თავიდან.

_ საუბარს იწერდა?

_ შეიძლება, იწერდა კიდეც, თუმცა, მე რასაც ვპასუხობდი, ჩემი ხელით მაწერინებდა, სულ რვა თაბახი დავწერე.

_ ანუ ძირითადად, ექვსი საათის განმავლობაში, პოლიტიკურ საკითხებზე გელაპარაკებოდათ?

_ ეჭვი მაქვს, რომ ეს კითხვები მომდინარეობდა ადგილობრივი ხელისუფლებიდანაც. მეუბნებოდა, რომან ბიწაძეს თანხა აქვს აღებული, რის გამოც შეიძლება ციხეში მოხვდესო. ვუთხარი, რომ მე და ჩემმა დამ ვიმუშავეთ ხელწერების შეგროვებაზე და 257 ლარი ავიღეთ,-მეთქი. კიდევ ჩამეკითხა _ გაზეთების დარიგებაშიო? და თან მირჩია, დაწერე, რომ 100 ლარს იღებო. რასაც არ ვიღებ და არ ამიღია, როგორ მეთქვა?

_ თქვენი ინფორმაციით, რამდენი ადამიანი იყო დღეს დაკითხვაზე?

_ როგორც ისინი ამბობდნენ, დღეს დაკითხვაზე 19 პიროვნება უნდა მისულიყო, თუმცა, 6 მივიდა.

_ როგორც ვიცით, დაკითხულთაგან ერთ-ერთი არც ერთი პარტიის წევრი არ იყო.

_ დიახ, მან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე მოაწერა ხელი. ეს მათი საუბრებიდან მოვისმინე. ხშირად შემოდიოდა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი. რომელიც საჯაიას ჭკუას არიგებდა და ეუბნებოდა, რას ეფერები, ბიჭო, გამოიძახე პოლიცია და “პაგონებიანი” დაელაპარაკებაო. პოლიციელი გამლახავს და ამალაპარაკებს, თუ რას მიზამს,-მეთქი? _ ვეუბნებოდი. მპასუხობდა _ არა, ჩვენთან, დემოკრატიულ ქვეყანაში არ სცემენ ხალხსო. ახლა სხვა მეთოდებია და ნახავ, როგორ აჭიკჭიკდებიო. რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში, მიშას დემოკრატიულ ქვეყანაში? თქვენ ივანიშვილის ჯიბის ფულს რომ მისდევთ, ბიუჯეტიდან რას იღებს გამგეობის, საკრებულოს და სამინისტროების თანამშრომლები, იმას გაეკიდეთ,-მეთქი, _ ვურჩიე მეც. რადგან ის ვთქვი, რომ მე და ჩემმა დამ 257 ლარი ავიღეთ, ჩათვალა, რომ საქმე ნახევრად გახსნა, ანუ ვითანამშრომლე გამოძიებასთან. მითხრა, სხვა დროს ფორმიანი დაგკითხავს, იქ უფრო მეტ სიმართლეს იტყვიო.

_ ქალბატონო ლილი, თქვენ თქვით, რომ ერთ ქალბატონს, რომელიც დღეს დაკითხეს არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ პარტიებთან.

_ დიახ, ის ქალბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალიან ახლობელია. 3 საათზე მეტი ხანი ჰყავდათ დაკითხვაზე. იქედან გამოსულმა ჩემს დას უთხრა, _ მაიძულებდნენ, მეთქვა, რომ ალასანიას პარტიიდან 1 500 ლარი მქონდა მიღებულიო.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

17:23; 9 თებერვალი, 2026
სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9 თებერვალი, 2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8 თებერვალი, 2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8 თებერვალი, 2026
სამართალი

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:51; 8 თებერვალი, 2026

ბიუჯეტიდან პოლიციას "საჭიროებისთვის" ავტომანქანას შეუძენენ

სასამართლო პროცესის ლაიტმოტივი _ ავტომატის მჭიდი ქათმის ბუდეში

ყველა სიახლე

ფინანსები

ტრიუმფის 80 წელი – საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია

18:48; 9.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

18:44; 9.02.2026
სამართალი

ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

17:23; 9.02.2026
პოლიტიკა

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

17:16; 9.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო

17:09; 9.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:09; 9.02.2026
საზოგადოება

“დანარჩენს გამოძიება გვეტყვის”- რა მოხდა ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში

15:27; 9.02.2026
საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

13:20; 9.02.2026
ფინანსები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

13:14; 9.02.2026
საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9.02.2026
სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9.02.2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9.02.2026
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულება

11:07; 9.02.2026
საზოგადოება

“ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

10:52; 9.02.2026
ზაფრანი

ასტროლოგია და კომერციული ნიჭი   

9:58; 9.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო