ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, ვანის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის განხილვის შემდეგ, ჩატარებული მატჩის მასპინძელ გუნდს, ვანის "სულორს" გარკვეული სანქცია დააკისრა.
გარდა ამისა, არასპორტული ქმედებისთვის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელები თემურ სულაბერიძე და დავით კუხიანიძეც დააჯარიმა.
მწვრთნელებმა 3-მატჩიან დისკვალიფიკაციასთან ერთად 800-ლარიანი ჯარიმა უნდა გადაიხადონ.
შეგახსნებთ, რომ ვანის სტადიონზე 21 ოქტომბერს მეორე ლიგაში მოასპარეზე გუნდების შეხვედრის შემდეგ, "სულორის" უკმაყოფილო გულშემატკივრებმა თამაშის არბიტრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამავე თემაზე: