საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე ინდმეწარმე პაატა გელაშვილი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები არარსებული პროდუქციის მიწოდების და ხე-ტყის წარმოშობის შესახებ.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე