პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღრიბაშვილის განცხადებით, რუსთავი 2-ის მფლობელობის საკითხი მმართველ გუნდს არასდროს აინტერესებდა.
"რუსთავი 2-ის მფლობელის ვინაობა წლების განმავლობაში ჩვენთვის იყო აბსოლუტურად უცნობი. არც გვაინტერესებს არავის, ვისი არის ეს ტელევიზია, ან ვისი გახდება. ჩემთვის მთავარია ის, რომ ყველანაირი ტელევიზია მუშაობდეს საქართველოში. ჩემთვის მფლობელს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სამართალი უნდა აღდგეს. მეც და ნებისმიერი მოქალაქეც ასე ვფიქრობთ.
ეს არ ეხება მხოლოდ ტელევიზას, საწარმოს, სახლს თუ სხვას, რომელიც ასობით და ათასობით აქვთ წართმეული, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ და არა ჩვენი ჩარევით, ამიტომ ამ პროცესს ჩვენ აბსოლუტურად გავემიჯნეთ თავიდან. ჩვენ ვთქვით, რომ ეს რის დავა სააკაშვილსა და ტელევიზიის ყოფილ მფლობელს – ქიბარ ხალვაშს შორის," _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.